სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი იწყებს ონლაინ შეხვედრების სერიას რეგიონების წარმომადგენლებისთვის. შეხვედრები დაეთმობა შესყიდვების პროცესში ხშირად დაშვებულ კონკრეტულ შეცდომებს, მათი თავიდან აცილებისა და გადაჭრის პრაქტიკულ გზებს.
განსახილველი თემები:
✓ ბაზრის კვლევის შეუსაბამობა მოქმედ კანონმდებლობასთან;
✓ სატენდერო განცხადების და დოკუმენტაციის არასწორი შედგენა;
✓ შერჩევა/შეფასების პროცედურების დარღვევა;
✓ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა-შეფასება (მათ შორის თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელთან მიმართებაში);
✓ მონეტარული ზღვრის დარღვევა;
✓ ხელოვნური დაყოფა;
✓ ანგარიშგების არასრულყოფილად განხორციელება.
შეხვედრების მიზანია, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, დავეხმაროთ შემსყიდველ ორგანიზაციებს გამოასწორონ დაშვებული კონკრეტული ხარვეზები და გაზარდონ შესყიდვების პროცესის ეფექტიანობა და გამჭვირვალობა.