სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
09.09.2026
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის 237 დადგენილების საფუძველზე, 2027 წლის 1 იანვრიდან - 2027 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სახარჯი მასალის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მონაცემების აგრეგირება.

 

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისდა შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, რაუგვიანეს 2026 წლის 14 სექტემბრისა, აღნიშნულ მეილზე -med@cpb.gov.ge გადმოგზავნოთ ინსტრუქციის მიხედვით შევსებული ცხრილი, იმ სამედიცინო სახარჯი მასალის (CPV 33100000 - სამედიცინო მოწყობილობები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2027 წლ სახსრებით.

 

დეტალური ინსტრუქცია:

 

 ➢ 2027 წლის განმავლობაში შესასყიდი სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სახარჯი მასალის  რაოდენობების განსაზღვრისას, გაითვალისწინეთ თქვენი ორგანიზაციის მიმდინარე ან/და გასული წლ(ებ)ის საქონლის ხარჯვის სტატისტიკა, ასევე პაციენტთა სავარაუდო მომართვიანობის მაჩვენებელი და აღნიშნული მონაცემების მიხედვით დაგეგმეთ 2027 წლისთვის შესასყიდი სამედიცინო სახარჯი მასალის ოდენობები.

 

Ø  გაითვალისწინეთ, რომ თანდართულ ცხრილში, ნბანის მიხედვით, მოცემულია იმ სამედიცინო სახარჯი მასალების შესახებ დეტალური მონაცემები, რომლის შესყიდვაც იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.

 

Ø  იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის სასურველი კონკრეტული სამედიცინო სახარჯი მასალა ცხრილში არ მოიძებნა, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №237 დადგენილები განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

  

Ø  მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ.

 

სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი.

  

Ø  გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

+995 32 2 242 248   შიდა: 39

+995 598 265 254 სალომე ძოძუაშვილი

 

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო

მისამართი: რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. N8

0113, თბილისი, საქართველო

ტელ.: +322 224 22 48  (შიდა: 39) 

Central Purchasing Body

Address: Richard Holbrooke Str. N8 

0113, TBILISI, GEORGIA

Tel: +322 224 22 48 (Ext. 39)