სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „მათე“
18.11.2026
  
 

შპს „მათე“

ს/ნ: 404974676

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2026 წლის 19 და 26 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა ააიპ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ 2026 წლის 19 ოქტომბრის № 19-1022629273 წერილობითი შეტყობინება და 26 ოქტომბრის №19-1022629946 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 7749; № 7964), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „მათეს“ (ს/ნ: 404974676) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2026 წლის 24 სექტემბრის № 52 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR260118329) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.