სიხლეები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
24.11.2026
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ ცვლილება შევიდა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებასა და „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში. ცვლილებების თანახმად, თუ პრეტენდენტის საგადასახადო დავალიანება 1 000 (ათასი) ლარზე ნაკლებია, სატენდერო/საკონკურსო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისი დისკვალიფიკაციის საფუძვლით.

 

გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ბმული.