სიხლეები   პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის შედეგი
19.08.2013
  
 

პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში (CON130000021) გაიმარჯვა შპს „დეკორ“–მა, რომლის მიერ შემოთავაზებული საბეჭდი ქაღალდის ,,COPY POWER”-ის 1 შეკვრის (500 ფურცელი) ფასი შეადგენს 5,13 ლარს.

ზემოაღნიშნული კონსოლიდირებული ტენდერის შედეგები სავალდებულო წესით ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო ორგანოს ფორმით რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე, გარდა ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა. ასევე სისტემაში რეგისტრირებულ ყველა შემსყიდველ ორგანიზაციაზე, მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომელთა იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი ქ. თბილისშია.

ყველა სხვა შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის შედეგები, უფლებამოსილია მიმართოს პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში (CON130000021) გამარჯვებულ მიმწოდებელს საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის პირობებით შესყიდვის თხოვნით. ასეთ შემთხვევაში, საბეჭდი ქაღალდის 2013 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის წინასწარი თანხმობა ან/და კომისიისთვის რაიმე სახის მიმართვა საჭირო არ არის.

შესაბამისი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება შესაძლებელია 2013 წლის 16 აგვისტოდან და მისი მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2013 წლის 31 დეკემბერს.