CON130000014 კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დიზელის შესყიდვის შემთხვევაში, არასაბარათე სისტემის გამოყენებისას ანგარიშსწორებისათვის გამოიყენება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანებით დამტკიცებული „ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების“ მე-9 მუხლის მე-3 პუქნტით დადგენილი წესი, კერძოდ:
„არასაბარათე სისტემის მეშვეობით შესაბამისი მარკის საწვავის გატანისას, ანგარიშ-ფაქტურის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადასტურების შემთხვევაში, ანგარიშსწორება მოხდება ერთჯერადად გასატანი შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში“.