2013–2014 წლებში ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის (CON130000016) ფარგლებში ვთხოვოთ შემსყიდველ ორგანიზაციებს, არათანამშრომლების ჯგუფში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციების სახელზე გაფორმებული ნომრები გადაფორმდეს მოსარგებლე – ფიზიკური პირის სახელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნომერი ვერ ისარგებლებს შესაბამისი ხელშეკრულების პირობებით 2013 წლის 1 ივლისიდან ნომრის გადაფორმებამდე (გარდა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე გამონაკლისი შემთხვევებისა).
ამასთან, ეთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციებს არათანამშრომლებზე გაცემულ ან სამომავლოდ გასაცემ სატელეფონო ნომრებზე მოიპოვოს შესაბამისი ინფორმაცია (მფლობელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი) და განახორციელოს მკაცრი მონიტორინგი არათანამშრომლებზე გაცემული სიმბარათების არამიზნობრივად და არაკეთილსინდისიერად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით.