საჯარო შეტყობინება – შპს „G&G“
შპს „G&G“
ს/კ: 441993452
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 30 მარტსა და 12 აპრილს წარმოდგენილ იქნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 29 მარტის №1220 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №2727) და 12 აპრილის №1510 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №3152), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „G&G“-ის (ს/კ: 441993452) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2015 წლის 2 სექტემბრის №204 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR150157376) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
info@procurement.gov.ge.