სიხლეები   სატენდერო კომისიის 2013 წლის 13 ივნისის რეკომენდაციები
17.06.2013
  
 

2013–2014 წლების ფიჭური სატელეფონო მომსახურების წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის 2013 წლის 13 ივნისის სხდომის N4 ოქმით შემსყიდველ ორგანიზაციებს მიეცათ შემდეგი რეკომენდაციები:

  1. თანამშრომელს უნდა ჰქონდეს უფლება ისარგებლოს მხოლოდ ერთი, კორპორატიულ ქსელში ჩართული სააბონენტო ნომრით, რომელიც იქნება რიცხული შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე;
  2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, კონკრეტულ თანამშრომელზე შესაძლებელი უნდა იყოს მეორე სააბონენტო (პირადი) ნომრის გაცემა, რომელიც რიცხული იქნება შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე და განკუთვნილი იქნება პლანშეტური კომპიუტერისთვის მხოლოდ ინტერნეტის სარგებლობის ფუნქციით. თანამშრომელზე მეორე სააბონენტო (პირადი) ნომრის გაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ასევე ოპერატიული საქმიანობიდან გამომდინარე;
  3. ერთ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს უფლება აიღოს დამატებით მხოლოდ ერთი სააბონენტო ნომერი, რომელიც ჩართული იქნება კორპორატიულ ქსელში (ფიზიკურ პირზე გაფორმებულ ჯგუფში)  და განკუთვნილი იქნება მხოლოდ ოჯახის წევრისთვის (მშობელი, მეუღლე, შვილი). შემსყიდველი ორგანიზაცია არ არის ფინანსურად პასუხისმგებელი ასეთ სააბონენტო ნომერზე. ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციებს არაუგიანეს 2013 წლის 15 ივლისისა დაევალათ:
  • შპს ,,მაგთიკომისათვის“ თანამშრომლებისა და არათანამშრომლების განახლებული სიის მიწოდება.
  • სატენდერო კომისიაში საშტატო ნუსხების (მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეების), ასევე თანამშრომლებზე (მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე) და არათანამშრომლებზე გაცემული სააბონენტო ნომრების შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

შპს ,,მაგთიკომში“ და სატენდერო კომისიაში წარდგენილი ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ (შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ადამიამური რესურსების მართვის სამსახური, შიდა აუდიტის სამსახური).