სიხლეები   საწვავის 2014 წლის კონსოლიდირებული ტენდერის მოდელური ხელშეკრულება
24.12.2013
  
 

საწვავის 2014 წლის კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უნდა იხელმძღვანელონ საწვავის შესყიდვის მოდელური ხელშეკრულების ნიმუშით. ხელშეკრულებაში შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას დამატებითი ან/და განსხვავებული დებულებები რომლებიც უკავშირდება საწვავის ტიპს, მისი მიწოდების ხერხსა და ანგარიშსწორებას, ფასწარმოქმნას, აგაი სისტემის დანერგვას, და სხვ.

ხელშეკრულებაში მოდელური ნიმუშისგან განსხვავებული ან/და დამატებული დებულებები უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციით, ,,2014 წლის ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის N1816 განკარგულებითა და ,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და პროცედურებს, ასევე სატენდერო კომისიის რეკომენდაციებს.