სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
28.09.2015
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!


უკანასკნელ პერიოდში ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას (დადებას) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში - „შავ სიაში“ შეყვანილ კომპანიებთან და სხვა მეწარმე სუბიექტებთან.
შეგახსენებთ, რომ „შავი სია“ განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://www.procurement.gov.ge/BlackList.aspx) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
დამატებით, ამავე ვებ-გვერდზე ჩაშენებულია სწრაფი ძიების სერვისი (საშუალება), რაც იძლევა შესაძლებლობას საიდენტიფიკაციო კოდის ან სახელწოდების შეყვანით ოპერატიულად იქნას „შავ სიაში“ გადამოწმებული ის კომპანია, ვისთანაც შემსყიდველი ორგანიზაცია აფორმებს ხელშეკრულებას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას, რათა “შავ სიაში” შეყვანილ კომპანიებთან არ იქნას გაფორმებული ხელშეკრულება,  ვინაიდან ასეთი ქმედება იწვევს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.