შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
როგორც მოგეხსენებათ, კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის, მათი შემდგომი მონიტორინგის, ანალიზისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, დაინერგა კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის ახალი სისტემა (შემდგომში - სისტემა)
ctd.spa.ge
შეგახსენებთ, რომ ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დარეგისტრირდეს აღნიშნულ სისტემაში და კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით სატენდერო კომისიისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია წარადგინოს ამ სისტემის მეშვეობით არაუგვიანეს ამა წლის 2 დეკემბრისა. გაფრთხილებთ, რომ აღნიშნული თარიღის შემდგომ თქვენ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არ ექვემდებარება რედაქტირებას, შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ თქვენი მხრიდან არსებული მოთხოვნა შეავსოთ ყურადღებით.
მათ ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღია სისტემაში ავტორიზაციისათვის საჭირო დეტალური ინფორმაცია, პირველ რიგში მოგიწოდებთ, შეამოწმოთ ე.წ. SPAM-ში. იმ შემთხვევაში თუ SPAM-ში არ მოიძებნა ავტორიზაციისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე
info@procurement.gov.ge წერილი, რომელშიც უნდა მიუთითოთ თქვენი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი; რაში მდგომარეობს თქვენი მოთხოვნა (მაგ: არ მოგსვლიათ ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაცია) და მიუთითეთ ის ელექტრონული ფოსტა, სადაც გსურთ მიიღოთ აღნიშნული ინფორმაცია.
დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ცხელი ხაზი: 2 48 48 22
მობ: 595 29 98 01
მობ: 596 11 71 17
მობ: 557 30 34 34
მობ: 591 90 00 20