შეხვედრა ბიზნესმენებთან
გაცნობებთ, რომ ხვალ, 2016 წლის 11 მაისს 11:00 სთ-ზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8), გაიმართება შეხვედრა ბიზნესმენებთან.
ბიზნესსაზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის დაწყების თაობაზე ინიციატივა სააგენტოს თავმჯდომარემ
15 აპრილს ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე გაახმოვანა.
აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ბიზნესმენებმა უშუალოდ მიაწოდონ თავმჯდომარეს ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. ამ შეხვედრებზე ბიზნესმენებს ექნებათ შესაძლებლობა, თავმჯდომარეს წარუდგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით, ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება რეგულარულად, ორ კვირაში ერთხელ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფისში.