ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესყიდვების სპეციალისტებისათვის
მიმდინარე წლის 18 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, ამავე უწყების სასწავლო ცენტრში ჩატარდება ტრენინგი „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული მოსამსახურეებისათვის; ტრენინგი, ასევე, გამიზნულია საქართველოს მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
ტრენინგს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია:
http://www.procurement.gov.ge/TrainingCenter/training/registration.aspx