bela-makalatia.jpg

ბელა მაკალათია
შესყიდვების მთავარი სპეციალისტი
ააიპ „აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“
 
„საინტერესო და მრავალმხრივ დატვირთული გახლდათ ეს ათი დღე: თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის გარემოში ყოფნა, პროფესიონალ ტრენერებთან ურთიერთობა და ესოდენ საჭირო საკითხების მაღალ დონეზე სწავლება პირადად ჩემთვის უდიდესი შენაძენია. „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“ აუცილებელია ყველა შემსყიდველისთვის. აქ განიხილება ის პრობლემური საკითხები, რასაც ხშირად ვაწყდებით საჯარო სამსახურებში. აღნიშნული ტრენინგები კი ხელს შეუწყობს ბიუჯეტის გამჭვირვალობასა და უკეთ დაგეგმვას. ბუნებრივია, ჩემი მოლოდინი იყო, შესყიდვების კურსი იქნებოდა კანონებზე დაფუძნებული, სპეციალურ განათლებაზე ორიენტირებული. ჩემი მოლოდინი გამართლდა, რაც ძალიან მისასალმებელია, სასიხარულოა. გულწრფელ მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს, თითოეულ ტრენერს, ჩვენი ჯგუფის წევრებს, დაუვიწყარი დღეებისთვის, როგორც პროფესიონალური, ასევე ადამიანური თვალსაზრისითაც. კიდევ ერთხელ გმადლობთ!“