-
Public Procurement in EU Member States: The Regulation of Contract Below the EU Thresholds and in Areas not Covered by the Detailed Rules of the EU Directives (SIGMA Paper No. 45, 2010) - სახელმწიფო შესყიდვები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში: იმ ხელშეკრულებების რეგულირება, რომლებიც ევროკავშირის მონეტარულ ზღვრებზე დაბლაა და ის სფეროები, რომლებზეც არ ვრცელდება ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი კონკრეტული წესები – როგორ აწესრიგებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმ ხელშეკრულებებს, რომელთა ღირებულებაც ევროკავშირის საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედი დირექტივებით დადგენილ მონეტალურ ზღვრებს ქვემოთაა, ან როცა მათზე არ ვრცელდება ევროკავშირის საჯარო შესყიდვებში მოქმედი დირექტივები? წინამდებარე კვლევა მკითხველს სთავაზობს სახელმწიფო შესყიდვებში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული პოლიტიკის, წესებისა და პროცედურების ანალიზს და ამასთანავე, აყალიბებს იმ საერთო მიდგომებს, რომლებიც ამ ქვეყნებშია დამკვიდრებული იმ სახელმწიფო შესყიდვების მიმართ, რომლებზეც არ ვრცელდება ევროკავშირის საჯარო შესყიდვებში მოქმედი დირექტივები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია
-
Contract Management (No. 22, September 2016) - ხელშეკრულების შესრულების კონტროლი - როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორთან (მიმწოდებელთან) დებს ხელშეკრულებას, საჭიროა, რომ მოხდეს ამ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი, რათა ორივე მხარემ შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი იგრძნობს, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია არ ამოწმებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიმდინარეობას, შესაძლებელია მიმწოდებელი ნაკლებად დაიხარჯოს ამ ვალდებულებების შესრულებისათვის. წინამდებარე კვლევის მთავარი მიზანია მოკლედ გააცნოს დაინტერესებულ პირებს ის საშუალებები, ხერხები და მეთოდები, რომლებიც მნიშვნელოვანია შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის ხელშეკრულების დადების და შემდგომ, ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის პროცესში. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
-
Below-Threshold Contracts (No. 15, September 2016) - ხელშეკრულებები, რომელთა ღირებულებაც ევროკავშირის მონეტარულ ზღვრებზე დაბლაა - წინამდებარე კვლევა განიხილავს ხელშეკრულებებს, რომლებიც ევროკავშირის მონეტარულ ზღვრებზე დაბლაა. ამ კონტექსტში ,,მონეტარულ ზღვრებზე დაბლა“ იგულისხმება იმ შესყიდვის ობიექტების (საქონელი, მომსახურება და სამშენებლო სამუშაო) სავარაუდო ღირებულება, რომლებიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე დაბლაა. ამ კვლევაში განხილულია ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის მიდგომა, წესები და პოლიტიკა ასეთი ხელშეკრულებების მიმართ და ამასთანავე, გაანალიზებულია თუ სახელმწიფო შესყიდვების რომელი ძირითადი სტანდარტები და პრინციპები ვრცელდება ასეთი სახელმწიფო შესყიდვების მიმართ. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
-
Setting the Award Criteria (No. 8, September 2016) - გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის კრიტერიუმების განსაზღვრა - გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის კრიტერიუმები, ის მოთხოვნაა, რის მიხედვითაც შემსყიდველი ორგანიზაციები ავლენენ საუკეთესო სატენდერო წინადადებას და ამის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვისთან უნდა დადონ ხელშეკრულება. ეს კრიტერიუმები წინასწარ უნდა იქნეს დადგენილი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ და ამის მეშვეობით არ უნდა იქნეს აღკვეთილი ჯანსაღი კონკურენცია სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილე ეკონომიკურ ოპერატორებს (მიმწოდებლებს) შორის. ამ მოკლე ანალიზში განხილულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დირექტივით დადგენილი გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის კრიტერიუმები და მასთან დაკავშირებული პრინციპები, მიდგომები და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
-
Contracts Covered by the Public Procurement Directives (No. 4, September 2016) - ხელშეკრულებები, რომელზეც ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი დირექტივები – სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი დირექტივები ხელშეკრულებათა სამ ტიპს მოიცავს: საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების (კონკურსების შედეგად დადებული ხელშეკრულებების ჩათვლით). სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დადებული ხელშეკრულებები შესაძლებელია, მოიცავდეს რომელიმე ზემოხსენებული ტიპის ხელშეკრულების ელემენტებს. ამდენად, მაგალითად, სამშენებლო სამუშაოს შესრულების შესახებ ხელშეკრულება შესაძლებელია მოიცავდეს როგორც მომსახურების ელემენტებს, აგრეთვე, მიწოდების ელემენტებსაც. ასეთი ტიპის ხელშეკრულებებს ეწოდება „შერეული ხელშეკრულება“ და ასეთი სახის ხელშეკრულებების დარეგულირებისათვის სპეციალური წესებია გათვალისწინებული. გარდა ამისა, საჯარო შესყიდვების სფეროში არსებული დირექტივები საერთოდ არ ვრცელდება ზოგიერთი ტიპის ხელშეკრულებაზე. აგრეთვე, ისეთ ხელშეკრულებებზე, რომელთა ღირებულება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებით დადგენილ მონეტალურ ზღვრებზე დაბლაა. ამ კვლევაში განხილულია ის ხელშეკრულებები, რომლებზეც ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული დირექტივები და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
-
Contract Modifications (No. 38, September 2016) - ხელშეკრულების პირობების შეცვლა - ხელშეკრულების მხარეებს, რომლებზეც არ ვრცელდება ევროკავშირის საჯარო შესყიდვების შესახებ რეგულაციები, უფლება აქვთ შეცვალონ ხელშეკრულების გარკვეული პირობები. შესაბამისად, ხელშეკრულების ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოდიფიცირება შესაძლებელია ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. განსხვავებით ზემოხსენებულისგან, უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს იმ შემსყიდველი ორგანიზაციების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ევროკავშირის საჯარო შესყიდვების წესები. როდესაც თავდაპირველად დადებულ საჯარო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საჭირო, შემსყიდველმა ორგანიზაციამ აუცილებლად უნდა დაასაბუთოს ამის გამომწვევი მიზეზები. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობის წინაშე შეიძლება დადგეს როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია, ისე ეკონომიკური ოპერატორი (მიმწოდებელი). მაგალითად, როდესაც იცვლება ვალუტის კურსი ან/და შესყიდვის ობიექტის ფასი, ან როდესაც სახეზეა ტექნიკური სირთულეები ან ხელშეკრულების შესრულების პროცესში წარმოქმნილი სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები. წინამდებარე კვლევაში განმარტებულია ევროკავშირის საჯარო შესყიდვების დირექტივით დადგენილი ის გარემოებები, რომლის დროსაც შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ ხელშეკრულების პირობების შეცვლის შესაძლებლობა ყოველგვარი ახალი ტენდერის გამოცხადების გარეშე, გარდა ამისა, მოყვანილია კონკრეტული მაგალითები და განხილულია, ამ მხრივ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) პრაქტიკა. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია.
-
Division of Contracts into Lots (No. 36, September 2016) – ხელშეკრულებების ლოტებად დაყოფა - სახელმწიფო შესყიდვების განხორცილებისას უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, ერთი ხელშეკრულების დადებით უნდა მოხდეს საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა, თუ ეს უფრო მიზანშეწონილია ხელშეკრულების ლოტებად დაყოფით. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება არ არის ადვილი, იმდენად რამდენადაც მასშტაბის ეკონომიის პრინციპის თანახმად, ერთი ხელშეკრულების დადებით შესაძლებელია შემცირდეს დანახარჯები, მაშინ როდესაც ხელშეკრულების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში, რამდენიმე ხელშეკრულების დადება ზრდის კონკურენციასა და ეფექტიანობას ბაზარზე. ამ მოკლე ანალიზში განხილულია ხელშეკრულების ლოტებად დაყოფის მიზანშეწონილობა, ეკონომიკური ეფექტიანობის მიღწევის გზები და საშუალებები და შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებები და ფაქტორები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია.
International Cooperation  საერთაშორისო პუბლიკაციები 
ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში