Establishing Procurement Review Bodies (No. 25, September 2016) - სახელმწიფო შესყიდვებში დავების განმხილველი ორგანოების დაფუძნება - დავების განმხილველი ორგანოს მთავარი მიზანია საჩივრების განხილვა და სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების პრაქტიკაში აღსრულების გატარება და დაცვა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ დავების განმხილველმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს იმ განზრახ თუ გაუფრთხილებლობით დაშვებული შეცდომების გადახედვის და გამოსწორების შესაძლებლობა, რაც შემსყიდველმა ორგანიზაციებმა დაუშვეს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში. აქტიური და კარგად ფუნქციონირებადი დავების განმხილველი ორგანო ყველა დაინტერესებული პირისათვისაა მნიშვნელოვანი - ეკონომიკური ოპერატორებისთვის (მიმწოდებლებისთვის), შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის, ისევე როგორც, ზოგადად საზოგადოებისათვის. დავების განმხილველი ორგანო უნდა არსებობდეს ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში და აკმაყოფილებდეს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. წინამდებარე კვლევის მიზანია ჩამოაყალიბოს ის სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული დავების განმხილველი ორგანოს დაფუძნებისას. ასევე, განხილულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული დავების განმხილველი ორგანოების ინსტიტუციური მოდელები, ხაზგასმულია ის ძირითადი მოთხოვნები დავების განმხილველი ორგანოს მიმართ, რომელსაც აყალიბებს ევროკავშირის საჯარო შესყიდვებში მოქმედი დირექტივები და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (CJEU). ბოლო ნაწილში მოყვანილია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, როგორიცაა, დავების განმხილველი ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია დავების განმხილველი ორგანოს დაარსებასთან. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე