დავების საბჭო  სიახლეები  ინფორმაცია საჩივართან დაკავშირებით დამატებით წარსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით


2021 წლის 1 იანვრიდან წარდგენილ საჩივრებს განიხილავს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 2 ივლისს ცვლილების შეტანის შედეგად შექმნილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ გსურთ რომ კონკრეტულ საჩივართან დაკავშირებით დამატებით წარმოადგინოთ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წერილობითი პოზიცია, ხსენებულის წარდგენა შეგიძლიათ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე - disputes@competition.ge ან საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

აქვე, გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის“ მე-19 მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით მხარეები უფლებამოსილები არიან, წარადგინონ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტები ზეპირი სხდომის გამართვიდან არა უგვიანეს 1 სამუშაო დღისა.