დავების საბჭო  სიახლეები  ინფორმაცია საჩივრის განხილვის სხდომებთან დაკავშირებით
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭო მხარეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული საჭიროებისა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჩივრის განხილვის სხდომებზე დასწრებისგან - გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
 
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გაქვთ, რომ საბჭოში დამატებით წარმოადგინოთ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წერილობითი პოზიცია საჩივართან დაკავშირებით, რომელსაც საბჭო განიხილავს გადაწყვეტილების მიღების დროს.
 
აქვე, გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის“ მე-19 მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით მხარეები უფლებამოსილები არიან, წარადგინონ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტები ზეპირი სხდომის გამართვიდან არა უგვიანეს 1 სამუშაო დღისა.