E-Procurement (No. 17, September 2016) - ელექტრონული შესყიდვები - რას წარმოადგენს ელექტრონული შესყიდვა? ეს არის ყველაზე მარტივი და ყოვლისმომცველი საშუალება ე. წ. ქაღალდის ტენდერების და მასთან დაკავშირებული პროცედურების საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებით - ელექტრონული შესყიდვების საშუალებით ჩანაცვლებისათვის. ელექტრონული შესყიდვა შესაძლებელია განხილულ იქნეს სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობისა და ეფექტურობის მიღწევის საუკეთესო საშუალებად. ელექტრონული შესყიდვების ტექნოლოგიის გამოყენება მიზანშეწონილია შესყიდვების სხვადასხვა ეტაპზე, დაწყებული, სატენდერო განცხადების გამოქვეყნებით, დამთავრებული ხელშეკრულების დადებითა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლით. ამ კვლევაში განხილულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა, მასთან დაკავშირებული პროცედურები, მოთხოვნები და სხვა. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე