„მადლიერების გრძნობით მინდა გამოვხატო ჩემი უღრმესი სასიკეთო დამოკიდებულება და მოწონება თქვენს მიერ განხორციელებულ პროექტზე, რომელიც ეხება მიმწოდებლებისა და შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგს, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში. ჩემი განსაკუთრებული მოწონება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა უთუოდ მაღალი რანგის პროფესიონალებისა და გადმოცემის ნიჭით დაჯილდოებულ ტრენერთა შემადგენლობის მიერ. იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნული ტრენინგების ჩატარება ხელს შეუწყობს მომავალში სამეწარმეო საქმიანობისა და ზოგადად, ბიზნესის განვითარებას და თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის აღმავლობის საქმეში.“
ტრენინგის მეექვსე ნაკადი, 4-18 მაისი, 2015