„საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც მე წარმოვადგენ, უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აქტიურად მონაწილეობს როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში, ისე მთლიანად რეგიონში მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებში. ბუნებრივია, ჩვენი კორპორაციის მიერ დასახული მიზნების მიღწევას, მათ შორის, შესყიდვების პროცესის მაღალკვალიფიციურ დონეზე ჩატარება ჭირდება. მიხარია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებულმა ტრენინგებმა ბევრი რამ შემძინა ცოდნისა და გამოცდილების თვალსაზრისით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლების გაცნობა, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან დაახლოება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. ძალიან საჭირო და წარმატებული ტრენინგი იყო. ვისურვებდი, მსგავსი ტრენინგები ჩატარდეს პერიოდულად და ცალ-ცალკე, დეტალურად გაიშალოს კონკრეტული თემატიკა. სრულიად სააგენტოს და კონკრეტულად, სასწავლო ცენტრს ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს. მადლობა, რომ საინტერესოდ და ნაყოფიერად გავატარეთ სწავლების რამდენიმე კვირა.“