სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის შესაბამისად შემუშავებული სააგენტოს დებულება. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
 
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სააგენტოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს და მის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

 
სააგენტოს მიზნებია:

  • სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის  წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი  კონკურენციის განვითარება;
  • სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების  მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;
  • სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა;
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება;

სააგენტოს ფუნქციებია:

  • სახელმწიფო შესყიდვების პროცესის რეგულირების  პოლიტიკის განსაზღვრა;
  • სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი  კანონმდებლობის შემუშავება;
  • სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის  კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული  მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, ანალიზიდა  საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების  წარდგენა.

სააგენტოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

  • გააკონტროლოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურა;
  • კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი  ნორმების დარღვევის ან მათიარასწორი გამოყენებისას,  სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო  სახსრებისარარაციონალური ხარჯვის ფაქტების გამოვლენის  შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზეშემსყიდველ  ორგანიზაციებს და მოითხოვოს მათგან არასწორი  გადაწყვეტილებებისა დამოქმედების კანონმდებლობით  დადგენილ წესებსა და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით  მოახდინოს შესაბამისი რეაგირება სააგენტოსკომპეტენციას  მიკუთვნებულ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში  გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  ფაქტებზე;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა  და შესაბამისი ნორმატიული აქტებისმოთხოვნათა დარღვევის  შემთხვევაში, კანონმდებლობით უფლებამოსილი  ორგანოების წინაშედასვას სახელმწიფო შესყიდვებში  მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი;

 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საქმიანობის წესი.