გელა ოდიშელიძე
სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლის დირექტორი
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასწავლო მოდულის ფარგლებში, აქტიური ურთიერთობა მომიწია სააგენტოსა და სააგენტოსთან არსებული სასწავლო ცენტრის თანამშრომლებთან, ტრენერებთან, რითაც აღმოვაჩინე „ოაზისი“!
სააგენტოში დასაქმებული ადამიანები გამოირჩევიან სახელმწიფოებრივი აზროვნებით და პროფესიონალიზმით, შედეგის მისაღებად ეყრდნობიან საქმის კეთების ლიბერალურ პრინციპებს და ორიენტირებული არიან სისტემის განვითარებაზე. დიდი მადლობა მათ გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებისთვის!..“