irakli-meskhi.jpg

 
ირაკლი მესხი
სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
შესყიდვებისა და შემოსავლების სამმართველოს უფროსი


„პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, როგორც ამ სფეროში წლების განმავლობაში მოღვაწემ, რომ ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, როცა 2014 წელს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, საჯარო სექტორის უწყებების/ორგანიზაციების შესყიდვების სპეციალისტების გადამზადების მიზნით, შეიქმნა დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული - სასწავლო ცენტრი. რაც შეეხება 7 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით ჩატარებულ ტრენინგებს, მინდა გითხრათ, რომ აქ ყველა პირობაა შექმნილი შესყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანების სათანადოდ გადამზადებისათვის, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ისე პროფესიონალი ტრენერების მხრივ. 
 
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ დღეებისათვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სასწავლო ცენტრს, თითოეულ ტრენერს და ყველას, ვინც ჩართული იყო ტრენინგის ორგანიზებაში. 
 
და ბოლოს, იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც გაგრძელდება სასწავლო ცენტრის ფარგლებში, აღნიშნული ტრენინგები და კვლავ მოგვეცემა შესყიდვების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს გადამზადების საშუალება“.