DSCN7839.JPG

„ტრენინგმა მომცა შესაძლებლობა, გამეცნო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის კვალიფიციური ტრენერები და შემსყიდველები სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებიდან. ეს ყველაფერი ძალიან სასარგებლო გამოცდილებაა ჩემთვის. ტრენინგი, ზოგადად, ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების კანონში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე. დიდი მადლობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრს საინტერესო და მეტად საჭირო ტრენინგების ორგანიზებისათვის და ვუსურვებ წარმატებებს.“