DSCN7885.JPG

    „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ სფეროში დასაქმებულიი ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში და შესაბამისად, ქვეყნის განვითარებაში. ტრენინგ-კურსი იყო ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და კარგად ორგანიზებული. შედეგად, ბევრად მეტი ცოდნით ვბრუნდები უკან.

    ყველაზე მეტად მომეწონა სააგენტოს პრაქტიკაში არსებული მაგალითებისა და კაზუსების განხილვა. ბევრი რამ გავიგე შესყიდვებთან დაკავშირებულ ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. გავიცანი ახალი ადამიანები, რაც ყოველთვის სასიხარულოა ჩემთვის. მომავალშიც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას თქვენს სასწავლო პროგრამებში. დიდი მადლობა ამ საოცრად კარგი ადამიანებით დაკომპლექტებულ სამსახურს სწავლებისათვის.“

ტრენინგის მეექვსე ნაკადი, 4-18 მაისი, 2015