დავების საბჭო  დავების განხილვის საბჭოს წევრობის მსურველთა საყურადღებოდ (არქივი)  საბჭოს წევრი აკადემიური წრეებიდან  იწყება დავების განხილვის საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება აკადემიური წრეებიდან
იწყება დავების განხილვის საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება აკადემიური წრეებიდან
 
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის შერჩევის  მიზნით,  აკადემიური წრეებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება იწყება.
 
საბჭოს წევრობის ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 1 წევრი.
 
განაცხადების წარმოდგენის ვადა: 2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 26 თებერვლის ჩათვლით.
 
საბჭოს წევრის ფუნქციებია: საჩივრის განხილვის სხდომებში მონაწილეობა და საჩივრებთან დაკვშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა.
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული  „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს საქმიანობის წესის“ თანახმად საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ჰქონდეს სამართლის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.
 
განმცხადებლის მიერ წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:
CV;
განათლების დამადასტურებელ დოკუმენტი;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან ან საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებიდან ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაკავებული აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის დასახელება, ამ თანამდებობის დაკავების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ვადა.
 
საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებად ან შეუთავსებელ საქმიანობად ითვლება:
შემსყიდველ ორგანიზაციაში ან მიმწოდებელთან დასაქმება, ასევე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველად/პრეტენდენტად/მიმწოდებლად ყოფნა;
შემსყიდველი ორგანიზაციის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის/პრეტენდენტის/მიმწოდებლის წარმომადგენლობა;
საკონსულტაციო მომსახურების გაწევა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/მიმწოდებლისთვის.
 
აკადემიური წრეებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატის განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - dispute@procurement.gov.ge განაცხადების მიღებისათვის განსაზღვრულ ზემოხსენებულ ვადაში.
განაცხადი უნდა შეიცავდეს კანდიდატის შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილია გამოცხადებულ ვაკანსიაში. განაცხადების დადგენილ მოთხოვნებთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და მათ გადარჩევას უზრუნველყოფს საბჭოს აპარატი.
განაცხადის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ აკადემიური წრეების წარმომადგენელს.  აკადემიური წრეების წარმომადგენელში იგულისხმება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი.
 
დაინტერესებული პირების ყურადღებას მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ აკადემიური წრეების წარმომადგენლის მიერ საბჭოს წევრის ვაკანტური ადგილის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების წესით. შესაბამისად, აკადემიური წრეებიდან საბჭოს წევრობის კანდიდატების განაცხადთა მიღების შემდგომ ჩატარდება არჩევნები. არჩვენები იმართება საჯაროდ. საბჭოს წევრის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს (მათ შორის, საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ს). ხმის მისაცემად აკადემიური წრეების წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს ოფიციალური დოკუმენტი/მოწმობა, რომელიც ადასტურებს მისი აკადემიური წრეებისადმი კუთვნილებას. არჩევნების დანიშვნის დრო და ადგილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებს დამატებით ეცნობებათ. 
არჩევნების შედეგად გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება აკადემიური წრეების წარმომადგენელთა სხდომის ოქმით. აკადემიური წრეების წარმომადგენელი საბჭოს წევრად ითვლება მისი არჩევიდან. აკადემიური წრეების წარმომადგენელი საბჭოს წევრად აირჩევა 1 წლის ვადით.
 
საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.
 
საკონტაქტო პირი: 
 
ია შავერდოვი
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული
დავების განხილვის საბჭოს აპარატის უფროსი
ელ. ფოსტა: ishaverdovi@spa.ge
www.procurement.gov.ge