ქეთევან კობალაძე
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
დიდი მადლობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელს, თანამშრომლებსა და ტრენინგების ორგანიზატორებს.
დიდი მადლობა ყველა იმ ტრენერს, ვინც მაქსიმალურად დაიხარჯა მთელი ამ დროის მანძილზე და მიიღო მონაწილეობა ჩვენს გადამზადებაში.
ტრენერებმა ამ მოკლე დროში შეძლეს დიდი მოცულობის მასალის ახსნა და გადმოცემა, რაც ჩემი აზრით ძალიან რთულია და შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც კი. ჩემთვის, როგორც დამწყებისთვის ყველა ტრენინგის თემა იყო საინტერესო და ბევრის მომცემი. განვამტკიცე ის მასალა, რაც ვიცოდი და ვისწავლე ის, რაც არ ვიცოდი.
გმადლობთ თავდაუზოგავი შრომისთვის და ჩვენზე ზრუნვისთვის!
იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც მოხდება სასწავლო ცენტრის მიერ შესყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანების გადამზადება, მსგავსი ტრენინგების საშუალებით.
გისურვებთ კიდევ უფრო მეტ წინსვლას და წარმატებებს.