natia-saxelashvili.jpg

ქ. ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი
ნათია სახელაშვილი - შესყიდვების სპეციალისტი, ბუღალტერი
 
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2015 წლის 12-26 ოქტომბერს ჩატარებული ტრენინგები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა ჩემი ცოდნის გაღრმავებისთვის. დაგვირიგდა მასალები და ბრენდირებულ მეხსიერების ბარათებზე ჩაწერილი დამხმარე მასალები. ძალიან კარგად იყო ორგანიზებული ტრენინგის პროცესი. ტრენინგს გვიტარებდნენ სახელმწიფო შესყიდების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდი მათ. აგრეთვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყველა თანამშრომელს, ვისაც წვლილი მიუძღვის ტრენინგების დაგეგმვა-განხორციელებაში. მადლობა ცენტრის ხელმძღვანელებს და პერსონალს.
მადლობა ქალაქ ამბროლაურის მერიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი შემიწყო - მონაწილეობა მიმეღო ტრენინგში“.