-
Public Procurement Procedures (No. 10, September 2016) - სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები - დირექტივა საჯარო შესყიდვების შესახებ საშუალებას აძლევს შემსყიდველ ორგანიზაციებს გამოიყენონ შესყიდვის რამდენიმე პროცედურა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: ღია პროცედურა, შეზღუდული პროცედურა, კონკურენტული პროცედურა მოლაპარაკებით, კონკურენტული დიალოგი, ინოვაციური პარტნიორობა (innovation partnership). წინამდებარე კვლევაში განხილული და გაანალიზებულია თითოეული ზემოხსენებული პროცედურა, მათი გამოყენების წინაპირობები, პრინციპები და მიდგომები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
-
Advertising (No. 6, September 2016) - სახელმწიფო შესყიდვების გამოცხადება - სახელმწიფო შესყიდვების გამოცხადება და თითოეული დაინტერესებული პირისთვის ამის თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ღია, კონკურენტულ და კორუფციისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარების მხრივ. წინამდებარე კვლევაში განხილულია ამ პროცესთან დაკავშირებული ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი დირექტივებით დადგენილი პრინციპები და მოთხოვნები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
-
Procurement Tools (No. 11, September 2016) - შესყიდვის ინსტრუმენტი - დირექტივა საჯარო შესყიდვების შესახებ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში გამოიყენონ შესყიდვის რამდენიმე ინსტრუმენტი: ჩარჩო ხელშეკრულებები, ელექტრონული აუქციონები და შესყიდვის დინამიური სისტემები. წინამდებარე მოკლე ანალიზში ყურადღება სწორედ ამ საკითხებზეა გამახვილებული. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
-
Selecting Economic Operators (No. 7, September 2016) – ეკონომიკური ოპერატორების (მიმწოდებლების) შერჩევა - სახელმწიფო შესყიდვების პროცესში უმნიშვნელოვანესია, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შეარჩიონ ისეთი მიმწოდებელი, რომელსაც აქვს უნარი და შესაძლებლობა, ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა შეამოწმოს, მაგალითად, თუ რამდენად აკმაყოფილებს კონკრეტული კომპანია სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან რამდენად აქვს ეკონომიკურ ოპერატორს (მიმწოდებელს) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფინანსური სახსრები, გამოცდილება, უნარები და ტექნიკური რესურსი. იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური ოპერატორი (მიმწოდებელი) ვერ აკმაყოფილებს ზემოხსენებულ მოთხოვნებს, მაშინ უნდა მოხდეს მისი შესყიდვების პროცესიდან დისკვალიფიკაცია. რა უნდა გაითვალისწინოს ამ პროცესში შემსყიდველმა ორგანიზაციამ, რა კრიტერიუმებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და როგორ უნდა წარმართოს შერჩევის პროცესი - ეს არის წინამდებარე კვლევის ძირითადი საგანი. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
-
Framework Agreements (No. 19, September 2016) - ჩარჩო ხელშეკრულებები - ჩარჩო ხელშეკრულებებს საკმაოდ აქტიურად იყენებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის ამ ინსტრუმენტის გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციები მიმწოდებლებთან ხელშეკრულებებს დებენ ფიქსირებული პერიოდის განმავლობაში. ეს ინსტრუმენტი ხშირად გამოიყენება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოების მიერ, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებენ როგორც თავიანთი სახელით, ასევე, სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების სახელითაც. ჩარჩო ხელშეკრულებების გამოყენების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის საშუალებას აძლევს შემსყიდველ ორგანიზაციებს შესყიდვის პროცესში დაზოგონ ხარჯები და დრო. წინამდებარე კვლევაში განხილულია ჩარჩო ხელშეკრულებების ცნება, ამ ინსტრუმენტის გამოყენების დროს ევროკავშირის საჯარო შესყიდვების შესახებ დირექტივით დადგენილი მოთხოვნები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
-
Use of Official Automatic Exclusion Lists in Public Procurement (No. 24, September 2016) - სახელმწიფო შესყიდვებში ავტომატური დისკვალიფიკაციის ოფიციალური სიების გამოყენება - ამ კვლევის ფარგლებში ავტომატური დისკვალიფიკაციის ოფიციალურ სიაში იგულისხმება ცენტრალური ორგანოს მიერ წარმოებული და გამოქვეყნებული იმ ეკონომიკური ოპერატორების (მიმწოდებლების) სია, რომლებიც ავტომატურად არიან დისკვალიფიცირებულნი სახელმწიფო შესყიდვების პროცესიდან. ეკონომიკური ოპერატორების (მიმწოდებლების) ამ სიაში შეყვანა სხვადასხვა საფუძვლით ხდება, მაგალითად, ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაული, ფულის გათეთრება, გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება და სხვა. სახელმწიფო შესყიდვების პროცესიდან ეკონომიკური ოპერატორების (მიმწოდებლების) დისკვალიფიკაცია არის ავტომატური, იმდენად რამდენადაც შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, არ მისცენ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობისა და წინადადების წარდგენის უფლება ასეთ სიაში რეგისტრირებულ ეკონომიკურ ოპერატორებს. წინამდებარე კვლევაში განხილულია ავტომატური დისკვალიფიკაციის ოფიციალურ სიაში ეკონომიკური ოპერატორების (მიმწოდებლების) შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანად შესრულების გამო. გარდა ამისა, გაანალიზებულია ე.წ. „თეთრი სია“ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
-
Procurement by Utilities (No. 16, September 2016) - ცალკეულ სექტორებში (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი, დასუფთავება და სხვ.) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები – ამ კვლევაში მოცემულია ცალკეული სექტორების სფეროში (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი, დასუფთავება და სხვ.) სახელმწიფო შესყიდვების რეგულირების მექანიზმები, პრინციპები და მიდგომები. განხილულია თუ როდის გამოიყენება სექტორების შესახებ დირექტივა და რომელ შემსყიდველ ორგანიზაციებზე და რომელ საჯარო ხელშეკრულებებზე ვრცელდება იგი. გარდა ამისა, განხილულია ამ პროცესში სასამართლო წესით უფლების დაცვის საშუალებები და სხვა საკითხები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
-
Defence Procurement (No. 23, September 2016) - შესყიდვები თავდაცვის სფეროში - სახელმწიფო შესყიდვები თავდაცვის სფეროში არის პროცესი, რომლის დროსაც თავდაცვის სფეროში მოქმედი სახელმწიფო სტრუქტურები იძენენ საქონელს, მომსახურებასა და სამუშაოს, იმისათვის რათა მათ შეასრულონ მათზე დაკისრებული მისია და ფუნქციები. მაგალითისთვის, ასეთი სახელმწიფო ორგანოები, შეისყიდიან საკვებ პროდუქტებს ჯარისკაცებისთვის, სხვადასხვა ყოველდღიური საჭიროების ნივთებს, საკანცელარიო ნივთებს, ჯავშანტექნიკას, საბრძოლო მასალებს, ასაფეთქებელ საშუალებებსა და სხვა თავდაცვის საშუალებებს - საქონელს, მომსახურებასა თუ სამშენებლო სამუშაოებს ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ან სხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, მაგალითად, სამშვიდობო მისიებში და ოპერაციებში მონაწილეობის მიზნებისთვის. საჯარო სახსრების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება თავდაცვის სფეროში სახელმწიფო შესყიდვებზე. შესაბამისად, ამ მოკლე ანალიზის მიზანია, მკითხველს გააცნოს თავდაცვის სფეროში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე
International Cooperation  საერთაშორისო პუბლიკაციები 
სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები (პროცედურები)