DSCN7842.JPG

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში, ტრენინგების მიმდინარეობისას, საშუალება მოგვეცა გაგვეცნო სხვა ორგანიზაციებში დასაქმებული ჩვენი კოლეგები, გავეზიარებინა ერთმანეთისთვის გამოცდილება.
გავიცანით სააგენტოს წარმომადგელები და გავუზიარეთ ჩვენი ხედვები შესყიდვების კუთხით. კიდევ ერთხელ განვიხილეთ სახელმწიფო შესყიდვების კანონი, სხვადასხვა ნორმატიული აქტები და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით ავიმაღლეთ კვალიფიკაცია.
სწავლების პროცესში მიმდინარეობდა მსჯელობები ზოგიერთ ბუნდოვან საკითკებთან დაკავშირებით, რამაც საშუალება მოგვცა მივსულიყავით ლოგიკურ დასკვნებამდე. მადლობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრს ძალიან საჭირო და დროული ტრენინგების ჩატარებისთვის.“