შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დადებული ხელშეკრულებების ან ხელშეკრულებებში განხორციელებული ცვლილებების ამსახველი დოკუმენტების ასლები (გარდა იმ ხელშეკრულებებისა, რომლის დადება მოხდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად) რეგისტრირდება „CMR“ მოდულში. შემსყიდველი ორგანიზაციები ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარმოადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი გამარტივებული წესით.