DSCN7886.JPG

„ვფიქრობ, ძალიან საჭირო და დროული პროექტია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების ჩატარება. ძალიან საინტერესო იყო იმ სიახლეების გაცნობა, რაც ბოლო პერიოდში ინერგება სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში. ასევე ძალიან საინტერესო იყო კანონმდებლობასა და ნორმატიულ დოკუმენტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება. გავიცანი კოლეგები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან და ასევე, სააგენტოში მომუშავე ადამიანები, ვინც უშუალოდ არიან ჩართული შესყიდვების ელექტრონული სისტემის სრულყოფაში. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა მომავალში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.“