სიხლეები   სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2015 წლის განმავლობაში გეგმავს ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვას.
06.03.2015
  
 
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2015 წლის განმავლობაში გეგმავს ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვას.

ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ტექნიკური პირობების სრულყოფის, კონკურენტუნარიანი, მეტად გამჭვირვალე გარემოს შექმნის მიზნით და ყოველივე ამის შესახებ ამ სფეროში მოღვაწე, პოტენციური მიმწოდებლების მოსაზრებების მოსმენის მიზნით, 2015 წლის 10 მარტს 14 საათზე ცენტრში (გმირ კურსანტთა ქ. N 1, სართული 4) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. 

ბეჭდვითი მომსახურების სფეროში გამოცდილების მქონე მიმწოდებლებს (თითო წარმომადგენელი თითოეული მიმწოდებლის მხრიდან) გთხოვთ, მობრძანდნენ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გმირ კურსანტთა ქ. N 1.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: ტელ: 220 0 220 (4608) მობ: მობ: 577 518 518  საკონტაქტო პირი ნიკო გიგოლაშვილი
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.