სიხლეები   ​შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ატარებს ბაზრის დამატებით კვლევას
08.04.2015
  
 
იმ კომპანიების საყურადღებოდ, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამულ, ვებგვერდისა და სოციალური მარკეტინგის მომსახურებებს
 
შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ატარებს  ბაზრის დამატებით კვლევას ვებგვერდის შექმნისა და სოციალური მარკეტინგის მომსახურებების შესყიდვის მიზნით.
შესყიდვის ობიექტია: უთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტისათვის ვებ-გვერდისა და მობაილ აპლიკაციის შექმნა და სოციალური მარკეტინგის უზრუნველყოფა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2015 წლის 15 აპრილის 18:00 საათისა წარმოგვიდგინოთ კომერციული შემოთავაზება შემდეგი ტექნიკური დავალების მიხედვით:
  1. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისვის თანამედროვე, ფუნქციურად და ტექნიკურად გამართული ვებ-გვერდის შექმნა, რომელიც უნდა იყოს კლიენტებსითვის მოსახერხებელი და ინფორმაციული ხასიათის;
 
  • აუცილებელია, რომ ვებ-გვერდი მიბმული იყოს აეროპორტის ფრენების დაცულ სისტემაზე (FIDS - Flight Information Display Systems) და ავტომატურად და შეუფერხებლად ახდენდეს ფრენების შესახებ ინფორმაციის განახლებას ვებ-გვერდზე;
 
  • აუცილებელია, რომ ვებ-გვერდი იყოს ინფორმაციულად გამართული და ის შეიცავდეს მომხარებლებისთვის საჭირო მონაცემებს აეროპორტის სერვისების შესახებ, მათ შორის:
 
  • მუდმივ რეჟიმში განახლებადი ინფორმაცია გამფრენი და მოფრენი ფრენების შესახებ;
  • ინფორმაცია მგზავრებისათვის აეროპორტის რეგულაციების, საავიაციო უშიშროების, სავიზო რეჟიმის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოთხოვნების შესახებ. ამასთანავე, ინფორმაცია ფრენების რეგისტრაციაზე, ბარგზე, უნარშეზღუდული პირების მომსახურებაზე და ა.შ;
  • ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტში არსებული სერვისების და მომსახურებების შესახებ, მათ შორის ტრანსპორტზე, საკვებ ობიექტებზე, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაზე, რეკლამის განთავსებაზე, დაკარგულ ბარგზე, საინფორმაციო ცენტრზე, სხვადასხვა კომერციული ფართზე და ა.შ;
  • ინფორმაცია საჰაერო ხომალდის მომსახურებების შესახებ დაინტერესებული ავიაკომპანიებისთვის და აეროპორტის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებზე;  ასევე აეროპორტის სტატისტიკური ინფორმაცია მგზავრთა ნაკადის და ტვირთების გადაზიდვის კუთხით;
  • გზამკვლევი რუკა, რომელიც უნდა აჩვენებდეს როგორც აეროპორტამდე მისავლელ გზას, ასევე აეროპორტის შიგნით სერვისებს; ვებ-გვერდს ასევე უნდა ჰქონდეს საიტის რუკა, გზამკვლევი და ცხელი ხაზის სპეციალური განყოფილება;
  • ვებ-გვერდზე შესაძლებელი უნდა იყოს პარტნიორი კომპანიის ან/და სარეკლამო ბანერების განთავსება;
  • ვებ-გვერდზე განთავსებული უნდა იყოს ქუთაისის აეროპორტის სხვა სოციალური მედია საშუალებების (Facebook, LinkedIn, Youtube Channel, Twitter, etc...) ბანერები, სადაც გადასვლა ავტომატურ რეჟიმში უნდა ხორცილედებოდეს;
  • კომპანიას მოეთხოვება, რომ შექმნას ვებ-გვერდის კრეატიული დიზაინი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ლოგოს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კორპორატიული ფერების გათვალისწინებით. ვებ-გვრდის დიზაინი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან და მომზადების პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნას მათი შენიშვნები;
 
  • კომპანიამ დიზაინთან ერთად უნდა შექმნას ვებ-გვერდის წყობა (lay out) და უზრუნველყოს ინფორმაციის (content) შინაარსობრივი გადანაწილება შემსყიდველთან შეთახმებით იმგვარად, რომ ვებ-გვერდი იყოს მომხმარებლისთვის მოსახერხებელი (user friendly). ინფომაცია და ტექსტები უნდა განთავსდეს 3 ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) შემსყიდველთან კოორდინაციით;
 
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ელექტორნული მისამართი იქნება www.kutaisi.aero, რომელზეც  მომხმარებელი  ავტომატურად უნდა გადადიოდეს არსებული ვებსაიტიდან www.kutaisiairport.ge;  
  1. კომპანიამ ვებ-გვერდთან ერთად  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით უნდა შექმნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპლიკაცია (App), რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ყველა იმ ძირითადი სერვისის შესახებ, რაც ქუთაისის აეროპორტის ვებ-გვერდზე განთავსდება;
 
  • აპლიკაცია უნდა იყოს აეროპორტის ვებ-გვერდის დიზაინთან და ფერებთან შესაბამისობაში; 
 
  • აპლიკაცია თავსებადი უნდა იყოს როგორც Android-ის, ასევე IOS-ის სისტემასთან და უნდა გავრცელდეს Goole Play და Apple App Store-ზე;
 
  • აეროპორტის აპლიკაცია უნდა იყოს სინქრონიზებული ვებ-გვერდთან და ასევე ქუთაისის აეროპორტის ფეისბუქ გვერდთან, რაც გულისხმობს იმას, რომ ძველ აპლიკაციაში ავტომატურად უნდა ახლდებოდეს და ემატებოდეს ფეისბუქზე ან საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიახლე ან რედაქტირებული ტექსტი;
 
  • აპლიკაცია უნდა იყოს ქუთაისის აეროპორტის ფეისბუქის გვერდთან ინტეგრირებული და ვიზიტორებმა უნდა შეძლონ საკუთარი ექაუნთით დარეგისტრირება და სიახლეების გამოწერა;
 
  • აპლიკაციის მიზანია, რომ აეროპორტის მომხმარებელებმა, ერთის მხრივ, მათთვის საჭირო ინფორმაცია მოიპოვონ, ხოლო, მეორე მხრივ, აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება მოახდინოს და მათთან სისტემატიური ურთიერთობის, განახლებული ინფორმაციისა და შეთავაზებების მიწოდების საშუალება ჰქონდეს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მიმწოდებელმა თავის კომერციულ წინადადებაში  უნდა წარმოადგინოს კრეატიული იდეები და მეთოდები, თუ როგორ მოახდენს მომხამრებილის წახალისებას აპლიკაციის გადმოსაწერად;
 
  1. პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სერვისების სრულყოფისა და საერთო მართვის სისტემის შესაქმნელად მომწოდებელმა ქუთაისის აეროპორტისათვის სოციალური მარკეტინგის პაკეტის შემუშავება უნდა უზრუნველყოს, რაც გულისხმობს:
 
  • სოციალური მედიის ძირითადი საშუალებების (Facebook, Twitter, Youtube Channel, LinkedIn, etc...) გვერდებისათვის შაბლონების შექმნას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის დიზაინს;
 
  • ძირითადი პროდუქტის (დაბალბიუჯეტიანი ფრენები) და მისი სერვისების კუთხით ქუთაისის აეროპორტის ბრენდის ცნობადობის ამაღლებას, რაც, შესაბამისად, უზრუნველყოფს  უფრო მეტი მგზავრის მოსაზიდვასა და ინფორმაციის გავრცელების ძირითადი საშუალებების შემნას; 
 
  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ მოახდენს პოტენციური სეგმენტური ჯგუფების იდენტიფიცირებას, სამიზნე ობიექტად ჩამოყალიბებასა და მონიტორინგს. ასევე განსაზღვროს, როგორ აპირებს ზემოხსენებული გეგმის დანერგვა-ამუშავებას;  
 
  • მომწოდებელმა მიმწოდებელს რეკომენდაცია უნდა გაუწიოს სოციალურ მედიაში სიახლეების განთავსების სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებასა და მათი ეფექტურად ამუშავება-გამოყენებასთან დაკავშირებით; ასევე მიმწოდებლისათვის (2 პერსონა) შექმნილი სტრატეგიის განხორციელებისა და სოციალური მედიის ყოველდღიური მენეჯმენტის საკითხებში სპეციალური ტრენინგი უნდა ჩაატაროს.
 
კომერციული წინადადება შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: t.vakhania@airports.ge

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.