სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენთა საყურადღებოდ!
13.05.2016
  
 

2016 წლის 25 მაისს 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მეორე შეხვედრა ბიზნესმენებთან -  სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ფარმაცევტული მომსახურებებისა და პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და სახარჯი მასალების მიმწოდებლებთან

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 23 მაისისა, დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ეკა გაბადაძეს ნომერზე 577244454 ან ელექტრონულ ფოსტაზე: egabadadze@spa.ge

შეხვედრის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან ჩატარდება რეგულარულად, თვეში ორჯერ.

ივნისის პირველ რიცხვებში გაიმართება მესამე შეხვედრა, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან. ხოლო ივნისის ბოლოს, კომპიუტერული ტექნიკის, სახარჯი მასალებისა და მოწყობილობების, საოფისე ტექნიკის მიმწოდებელ ორგანიზაციებთან შედგება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მეოთხე შეხვედრა.
 
ინფორმაცია განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე, გავრცელდება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით.