სიხლეები   ​ტრენინგების VI ეტაპის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ
30.05.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში 2016 წლის 16 მაისს დაიწყო და 29 მაისს დასრულდა ტრენინგების VI ეტაპის მსმენელთა გადამზადება. ტრენინგები „სახელმწიფო შესყიდვების კურსში“ 56-მა მსმენელმა გაიარა.
 
კურსი განკუთვნილი იყო საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ების და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
აღნიშნულ ტრენინგებში ჩართული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოცამდე თანამშრომელი.

29 მაისს, ათდღიანი სწავლების დასრულებისა და შესაბამისი ტესტირების შემდეგ, მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა დემეტრაშვილმა მსმენელებს კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.
 
სააგენტოს მიერ შემოთავაზებული კურსი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და სურს კვალიფიკაციის ამაღლება.
სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
ტრენინგები დაფინანსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.