სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში 2016 წლის სასწავლო ციკლი დასრულდა
16.12.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში 2016 წლის სასწავლო ციკლი დასრულდა
 
მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში, დასრულდა 2016 წლის ბოლო, რიგით მე-15 ტრენინგ-ნაკადი თემაზე „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“.
აღნიშნული კურსი განკუთვნილია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტების, ისე  სახელმწიფო უწყებების, მათზე დაქვემდებარებული სსიპ-ებისა და შპს-ების შესყიდვების კუთხით დასაქმებული მოსამსახურეებისათვის. მსმენელთათვის კურსი უფასოა და მას  აფინანსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
ათდღიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, მსმენელებს ჩაუტარდათ  პოსტ-ტესტირება, რის შემდეგაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილმა კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადასცა „სახელმწიფო შესყიდვების კურსის“ გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
2014 წლის 1 ოქტომბრიდან, სასწავლო ცენტრის გახსნის დღიდან დღემდე, გადამზადებულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების 1475 შესყიდვების სპეციალისტი. აქედან, 669 სახელმწიფო უწყებებიდან, ხოლო 806 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მსმენელების გადამზადებას მომავალ წელსაც გააგრძელებს. დაგეგმილია გადამზადებულ მსმენელთა რაოდენობის გაზრდა.
IMG_8532.JPG