სიხლეები   ​საჯარო შეტყობინება – შპს „გეოჯგუფი“
23.10.2017
  
 
შპს „გეოჯგუფი“

ს/კ: 406033073
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 30 აგვისტოსა და 13 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 29 აგვისტოს №45/6805 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №8081) და 2017 წლის 13 სექტემბრის №45/7141 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №8519), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა SPA170010204 ელექტრონული ტენდერიდან გამარჯვებული პრეტენდენტის – შპს „გეოჯგუფის“ (ს/კ: 406033073) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.