სიხლეები   საავიაციო კომპანიების საყურადღებოდ !
21.08.2015
  
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს გამოკითხვას კორპორატიული საავიაციო მგზავრობის საშეღავათო პირობებით სარგებლობის შესახებ.
საშეღავათო პირობებში იგულისხმება:
  • ფასდაკლებები ბილეთებზე;
  • ბილეთის დაბრუნების/გადაცვლის შესაძებლობა ჯარიმის გარეშე ან შემცირებული ჯარიმით;
  • სტანდარტულად დადგენილ ოდენობაზე მეტი წონის ბარგის ქონის შესაძლებლობა;
  • ოჯახის წევრებზე და ასევე, კერძო მგზავრობის დროს კორპორაციული სერვისით სარგებლობა;
კომპანიებს შეუძლიათ დამატებითი შეღავათები შესთავაზონ თავდაცვის სამინისტროს.
საავიაციო კომპანია უნდა იყოს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრი.
თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეარჩიოს რამდენიმე საავიაციო კომპანია.
შერჩეულ საავიაციო კომპანიებთან გაფორმდება შესაბამისი მემორანდუმი.
მემორანდუმის გაფორმება არ ზღუდავს თავდაცვის სამინისტროს სხვა კომპანიებთანაც გააფორმოს მსგავსი შეთანხმება და ბილეთის შესყიდვის ყოველი კონკრეტული შეთხვევისას იხელმძღვანელოს მისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებით.
შემოთავაზებები წარმოდგენილ უნდა იქნას 2015 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემოთავაზებები გამოაგზავნონ თავდაცვის სამინისტროში - თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის N20, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.
ასევე, შესაძლებელია შემოთავაზების ელექტრონული ფორმით გამოგზავნა ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: aakhalaia@mod.gov.ge
დამატებითი ინფორმაციისა და შეკითხვებისათვის დარეკეთ: 291 18 25
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი