სიხლეები   ტურისტული კომპანიების საყურადღებოდ !
21.08.2015
  
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს პირობათა გამოკითხვას კორპორატიული დანიშნულების საავიაციო მგზავრობის ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებული მომსახურების შესახებ.
ტურისტული კომპანიების მხრიდან აუცილებლად დასაკმაყოფილებელი პირობებია:
  • მოცემულ სფეროში უნდა საქმიანობდეს სულ მცირე 3 წლის განმავლობაში;
  • უნდა გააჩნდეს სახელმწიფო უწყებებთან ან/და მსხვილ ორგანიზაციებთან კორპორატიული მუშაობის გამოცდილება;
  • თავდაცვის სამინისტროს მოემსახუროს 24/7 რეჟიმში;
  • თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობისათვის გამოყოს სულ მცირე ერთი თანამშრომელი;
  • თავდაცვის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია ყველა სახის სამგზავრო ვარიანტების შესახებ საბოლოო წერტილამდე (მაგ. სხვადასხვა ავიაკომპანიის კომბინირება მგზავრობის მიმართულებებისათვის);
  • უნდა იყოს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრი.
  • უნდა იყოს მსხვილი სატრანსპორტო ორგანიზაციების (Turkish Airlines, Lufthansa და სხვ.) პარტნიორი კომპანია;
  • უზრუნველყოფდეს თავდაცვის სამინისტროსათვის სატრანსპორტო კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასდაკლებებით და ბონუს პროგრამებით სარგებლობას;
  • მოთხოვნის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს მიაწოდოს სატრანსპორტო კომპანიების მიერ დადგენილი წესები და პირობები;
აღნიშნული მოთხოვნები სავალდებულოა დასაცავად.
სასურველია კომპანიას ყავდეს მუდმივი წარმომადგენელი თბილისის აეროპორტში.
კომპანიებს შეუძლიათ დამატებითი ბენეფიტები შესთავაზონ თავდაცვის სამინისტროს.
აუცილებელია ტურისტულმა სააგენტომ წარმოადგინოს ზემოაღნიშნული მომსახურეობის გაწევის საკომისიო მათთვის მისაღებ გამოსახულებაში (პროცენტული, თანხობრივი და სხვ.)
თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეარჩიოს რამდენიმე ტურისტული კომპანია.
შერჩეულ ტურისტულ კომპანიებთან გაფორმდება შესაბამისი მემორანდუმი.
მემორანდუმის გაფორმება არ ზღუდავს თავდაცვის სამინისტროს სხვა კომპანიებთანაც გააფორმოს მსგავსი შეთანხმება და ბილეთის შესყიდვის ყოველი კონკრეტული შეთხვევისას იხელმძღვანელოს მისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებით.
შემოთავაზებები წარმოდგენილ უნდა იქნას 2015 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემოთავაზებები გამოაგზავნონ თავდაცვის სამინისტროში - თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის N20, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.
ასევე, შესაძლებელია შემოთავაზების ელექტრონული ფორმით გამოგზავნა ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: aakhalaia@mod.gov.ge
დამატებითი ინფორმაციისა და შეკითხვებისათვის დარეკეთ: 291 18 25
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი