სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი აცხადებს ტრენინგს „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“
23.07.2015
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი
აცხადებს ტრენინგს „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“
საქართველოს მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი აცხადებს ტრენინგს - „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“, რომელიც ჩატარდება 2015 წლის 7-16 სექტემბერს, შაბათ-კვირის ჩათვლით, საქართველოს მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
კურსი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და სურს აიმაღლოს კვალიფიკაცია.
ტრენინგს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25 აგვისტო.
ტრენინგს აფინანსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. სწავლების განმავლობაში, მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალებით (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები), მეთოდურ-პრაქტიკული სახელმძღვანელოებითა და თითოეულ სასწავლო დღეს ერთი სადილით.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე http://www.procurement.gov.ge/TrainingCenter.aspx
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ:

საკონტაქტო პირინათია ბედენაშვილი

577 24 44 28;  2 242 248 შიდა ნომერი: 14

nbedenashvili@spa.ge

www. procurement.gov.ge

მისამართი: რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა #8, 0113, თბილისი