სიხლეები   შეხვედრები ჟენევაში WTO GPA -ის ფარგლებში
25.09.2015
  
 
შეხვედრები ჟენევაში WTO GPA -ის ფარგლებში
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები კახა დემეტრაშვილი და ზაზა ნანობაშვილი 2015 წლის 14-19 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით WTO GPA -ის (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე) სიმპოზიუმსა და სამუშაო შეხვედრებზე შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში იმყოფებოდნენ.

საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა WTO GPA-ის კომიტეტის სხდომის მუშაობაში, რომელიც ყველაზე მაღალი მმართველობითი ორგანოა, დამკვირვებლის სტატუსით. ვიზიტის ფარგლებში, ზაზა ნანობაშვილი და კახა დემეტრაშვილი შეხვდნენ კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ჯონ ნიუამს, აგრეთვე, შეხვედრები გამართეს GPA-ის კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელთან ბატონ რობ ანდერსონთან და ამ კომიტეტის წამყვან ოფიცრებთან - ქალბატონ ანა მიულერთან, ბატონ ფილიპ პერტიესთან და ბატონ კოჯო ოსეი-ლასთან. 
სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს GPA-იში გაწევრიანების შესაძლებლობები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მხრიდან შესაძლო დახმარების ინსტრუმენტები.
WTO GPA-ის სიმპოზიუმი, რომელიც 17 და 18 სექტემბერს გაიმართა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა რობერტო აზევედომ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
სიმპოზიუმის დასრულების შემდგომ, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა  ორმხრივი მოლაპარაკებები  გამართეს კოლეგა უწყებების წარმომადგენლებთან შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, უკრაინა, იორდანია, ალბანეთი, მონტენეგრო, სომხეთი და ინდოეთი.