სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „არტპალასის სახელოსნოები“
13.10.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „არტპალასის სახელოსნოები“
 
შპს „არტპალასის სახელოსნოები“
ს/კ: 405123192


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 29 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ 2016 წლის 29 სექტემბრის №939/01-17 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №8611), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „არტპალასის სახელოსნოების“ (ს/კ: 405123192) მიერ SPA160005140 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 24 თებერვლის №02/028 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.