სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „აღმაშენებელი“
27.01.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „აღმაშენებელი“
შპს „აღმაშენებელი“

ს/კ: 406074545

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 26 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 26 დეკემბრის №15/333102 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №11650), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „აღმაშენებლის“ (ს/კ: 406074545) მიერ SPA160013224 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 3 ივნისის №02.09.01/30/319 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge. ამასთან, განმარტების წარმოუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.