სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „მშენებელი-ნიკა 2009“
27.12.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „მშენებელი-ნიკა 2009“

შპს „მშენებელი-ნიკა 2009“
ს/კ: 426109793
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 6 და 12 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 6 დეკემბრის №6311/09 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №11065), ასევე 2017 წლის 12 დეკემბრის №6390/09 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №11261), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა NAT170012788 ელექტრონული ტენდერიდან გამარჯვებული პრეტენდენტის – შპს „მშენებელი-ნიკა 2009“-ის (ს/კ: 426109793) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge. ამასთან, განმარტების წარმოუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.