სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „კარა ჯორჯია“
14.12.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „კარა ჯორჯია“
შპს „კარა ჯორჯია“

ს/კ: 431167391

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 28 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 25 ნოემბრის №MOD01601116019 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №10544), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „კარა ჯორჯიას“ (ს/კ: 431167391) მიერ SPA160011931 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 13 ივნისის №383 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge. ამასთან, განმარტების წარმოუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.