სიხლეები   საჯარო შეტყობინება – ი.მ. თამაზ მუკბანიანი
21.02.2018
  
 
საჯარო შეტყობინება – ი.მ. თამაზ მუკბანიანი
 
ი.მ. თამაზ მუკბანიანი
პირადი №53001016092
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 16 იანვარს წარმოდგენილ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 იანვრის №01/63 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №507), რომლითაც სააგენტოს ეცნობა NAT170013762 ელექტრონული ტენდერიდან გამარჯვებული პრეტენდენტის – ი.მ. თამაზ მუკბანიანის (პირადი №53001016092) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.