სიხლეები   საჯარო შეტყობინება – ი.მ. ვლადისლავ ბულიგინი
04.01.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – ი.მ. ვლადისლავ ბულიგინი
 
ი.მ. ვლადისლავ ბულიგინი
პირადი №62006029821
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 13 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 12 დეკემბრის №02-05/3184 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №11140), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. ვლადისლავ ბულიგინის (პირადი №62006029821) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2016 წლის 1 აგვისტოს №1/08/1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR160145735) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.